Feedback

კალაძის ბრძოლა კობიაშვილისთვის

  /   ნანახია 371 ჯერ

კალაძის ბრძოლა კობიაშვილისთვის

რატომ გააქტიურდა მთავრობა ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი მენეჯმენტის წინააღმდეგ და რატომ დაინტერესდა ვიცე-პრემიერი ფეხბურთისთვის დახარჯული 40 მილიონით?

არაოფიციალური ინფორმაციით, ვიცე-პრემიერის სიჭინავასა და არველაძესთან დაპირისპირების მიზეზი, ფედერაციის მომავალი პრეზიდენტის არჩევნებია, რომელშიც მონაწილეობის მიღებას, გავრცელებული ინფორმაციით, ვეტერანი ფეხბურთელი და კალაძის მეგობარი - ლევან კობიაშვილი აპირებს. როგორც საფეხბურთო სამყაროში აცხადებენ, კობიაშვილი დაუპირისპირდება რეზი არველაძის კანდიდატურას, რომელსაც ამ დროისთვის პრეზიდენტად გახდომის ყველაზე დიდი შანსი აქვს და სწორედ ეს შანსია იმის მიზეზი, რომ კალაძე ფედერაციას დაუპირისპირდა. როგორც საფეხბურთო სამყაროს კულუარებში საუბრობენ, მომავალი ყრილობის დელეგატთა უმრავლესობას განზრახული აქვს, მხარი არველაძეს დაუჭიროს, გავრცელებული ინფორმაციით, კობიაშვილის მხარდაჭერას ის კლუბები აპირებენ, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ. დაფინანსების მექანიზმი კი ისეთია, რომ ფედერაციას მასთან შეხება არ აქვს, ანუ გუნდები თანხას პირდაპირ სახელმწიფო სტრუქტურებიდან იღებენ და ფედერაციას მასთან არც კავშირი აქვს და არც კონტროლის მექანიზმი; რამდენად მიზნობრივად ხარჯავენ ესა თუ ის გამგეობები კლუბების დაფინანსებისას ფულს, ეს  სახელმწიფოს გასარკვევია. ფეხბურთის ფედერაცია საბიუჯეტო თანხებით მხოლოდ ასაკობრივი, ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრების შეკრებას, გამგზავრებასა და სხვა საჭირო სახსრებს უზრუნველყოფს, ამ თანხებში შედის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხელფასი. ფედერაცია ასევე უზრუნველყოფს ეროვნული ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებს. როგორც ცნობილია, კალაძის განცხადების შემდეგ, სიჭინავამ მზადყოფნა გამოთქვა, წარადგინოს ყველა დოკუმენტი და შემოწმებულ იქნას ფეხბურთის ფედერაცია.