Feedback

PKTV.GE - მეორე ოქროს მედალი ქართველებს მზია ბებოშვილმა მოუტანა

  /   ნანახია 335 ჯერ

PKTV.GE - მეორე ოქროს მედალი ქართველებს მზია ბებოშვილმა მოუტანა

თბილისში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციას მეორე ოქროს მედალი ძიუდოისტმა მზია ბებოშვილმა მოუტანა, რომელმაც 52 კგ-მდე წონითი კატეგორიის გადამწყვეტ შეხვედრაში ჰოლანდიელ ილსე ბიურენს იპონით სძლია.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ფესტივალზე მოპოვებული 2 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალია. ტურნირზე ჩემპიონობისთვის დღესვე ეთერ ლიპარტელიანი, 57 კგ-ის ფინალში იბრძოლებს.
კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონმა ბებოშვილმა ფინალური შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა - მეტოქის შებოჭვა მან ორთაბრძოლის დასაწყისშივე სცადა, თუმცა მხოლოდ იუკოს გამორჩა. სამაგიეროდ, მზიას მეორე მცდელობა დასრულდა სუფთა გამარჯვებით.
"ჩემგან ყველა ოქროს ელოდა და მე არ მქონდა უფლება, მედალი სხვისთვის გამეტანებინა", - განაცხადა ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ მზია ბებოშვილმა.