Feedback

SOS! - ''ჩაგვირთეთ ''მარშუტკებში'' კონდენციონერი და ნუ გვასვამთ მგზავრებს თავზე'' - თბილისელი მგზავრების პროტესტი სამარშრუტო ტაქსების მძღოლების მისამართით

  /   ნანახია 370 ჯერ

SOS! - ''ჩაგვირთეთ ''მარშუტკებში'' კონდენციონერი და ნუ გვასვამთ მგზავრებს თავზე'' - თბილისელი მგზავრების პროტესტი სამარშრუტო ტაქსების მძღოლების მისამართით

 

 

უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „თქვენი უფლებებისათვის“ სპიკერი გიორგი თევზაძე ავრცელებს განცხადებას ქ. თბილისში შიდა სამგზავრო გადაყვანებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. სადაც ნათქვამია, რომ „ქ. თბილისში შიდა სამგზავრო გადაყვანებთან დაკავშირებით არაერთი პრობლემა აღინიშნება, რა დროსაც უხეშად ირღვევა მგზავრთა კანონიერი უფლებები. როგორც ორგანიზაციაში შემუსული საჩივრები და განცხადებები გვიჩვენებს, ძირითადში ამ უფლებების დამრღვევებად გვევლინებიან მიკროავტობუსების მძღოლები, რომლებიც მგზავრებს აიძულებენ, იმგზავრონ კონდიცირების სისტემის გამოყენების გარეშე, ხოლო თუ მგზავრების მხრიდან ადგილი აქვს თხოვნას, ჩართონ საარშრუტო სამგზავრო ტაქსებში კონდინციონერი, მძღოლების მხრიდან იღებენ უხეშ და ცინიკურ დამოკიდებულებას. ერთ–ერთი ასეთი შეტყობინება ორგანიზაციის ცხელ ხაზზე, 29 ივლისს , ერთ–ერთი მგზავრისგან შემოვიდა. როგორც ჩვენთვის ამ შეტყობინებით გახდა ცნობილი, ეს მოქალაქე, კონკრეტულ შემთხვევაში, #149 სამარშუტო ხაზის სხვა მგზავრებთან ერთად, პირადაპირი გაგებით, მძღოლმა მიკროავტობუსიდან ჩამოაგდო, იმის გამო, რომ აღნიშნულ მიკროავტობუსში გაუსაძლისი სიცხიდან და კიდევ სხვა ვითარებიდან გამომდინარე, მძღოლს სთხოვეს, კონდიციონერის გამოყენება. მოწოდებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის სახელმწიფო ნომერია - 285. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს ფაქტი დაფიქსირდა ასევე თბილისის მერიის ცხელ ხაზზე. ამ ფაქტზე ყურადღება შეიძლება არ გაგვემახვილებინა, ეს შემთხვევები ერთეული რომ იყოს, თუმცა რეალობა საგანგაშოა. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „თქვენი უფლებებისათვის“ მიმართავს თბილისის მერიას და ამ საკითხზე პასუხისმგებელ სამსახურებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ ამ და სხვა ანალოგიურ ფაქტებზე რეაგირება. არ შეიძლება მომსახურების სექტორში დასაქმებული იყვნენ პირები, რომელთაც ელემენტარული ეთიკური ქცევის წესებიც კი არ იციან და მიკროავტობუსები და სამარშუტო ხაზები საკუთრება ჰგონიათ. ჩვენი ორგანიზაცია განაგრძობს ამ საკითხზე საზოგადოებრივ მონიტორინგს და რეაგირებას. ვიმედოვნებთ, რომ თბილისის მერიის მხრიდან ამ ფაქტებს ადექვატური რეაგირება მოყვება“,– აღნიშნულია უფლებადამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „თქვენი უფლებებისათვის“ სპიკერ გიორგი თევზაძის განცხადებაში.

 

ინტერნეტ-მედია-ჰოლდინგ PKTV.GE-ს რედაქცია უერთდება ამ გამოწვევას და თხოვს ყველა მგზავრს, თუკი დაირღვევა მათი უფლებები, დაგვიკავშირდნენ ჩვენი ტელევიზიის ცხელ ხაზზე და მოგვაწოდონ ინფორმაცია: (032) 2 18 25 19