Feedback

PKTV.GE - არის - პირველი ოქრო ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე!!!

  /   ნანახია 366 ჯერ

PKTV.GE - არის - პირველი ოქრო ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე!!!

თბილისში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მესამე დღე მიმდინარეობს. დღემდე მიმდინარე ტურნირზე ოქროს მედალი არ ჰქონდა საქართველოს ნაკრებს. აი, დღეს კი თავი გამოიჩინა ძიუდოისტმა რობიზონ ბეგლარიშვილმა. ძიუდო რომ ჩვენს ქვეყანაში სპორტის ერთ-ერთი მოწინავე სახეობაა, ამაზე ალბათ არ ვდავობთ. გუშინაც ორი მედალი, ოღონდ ბრინჯაოსი, სწორედ ახალგაზრა ძიუდოისტებმა მოიპოვეს. ამჯერადაც ძიუდოისტმა გვასახელა.

ჩვენი კორესპონდენტი, არსენ დუდაროვი იმყოფებოდა ძიუდოს აკადემიაში. მისი ინფორმაციით, 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში რობიზონ ბეგლარიშვილმა ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არის მიმდინარე ტურნირზე პირველი ოქროს მედალი ქართველთათვის!

PKTV.GE ულოცავს ამ დიდ წარმატებას ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენს და უსურვებს მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებას. საკუთარი თანამემააულეების თვალწინ გამარჯვება და კვარცხლბეკზე უმაღლეს საფეხურზე დგომა ორმაგად სასიამოვნოა.

იმედი ვიქონიოთ, დარჩენილ დღეებში ამ მედლების ამარა არ დავრჩებით და ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენები სხვა სახეობებშიც გამოიჩენენ თავს.