Feedback

PKTV.GE - სენსაცია - შოთა არველაძე "ტრაბზონსპორიდან" მიდის?!

  /   ნანახია 544 ჯერ

PKTV.GE - სენსაცია - შოთა არველაძე

თურქული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, შოთა არველაძე “ტრაბზონსფორს” დატოვებს. ავტორიტეტული თურქული გამოცემები, მათ შორის sondakika.com, წერენ, რომ ქართველი მწვრთნელი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.

როგორც იცით, შოთამ ცოტა ხნის წინ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა თურქულ გუნდთან და წლიურად, ხელფასის სახით, 1 200 000 ევრო უნდა აეღო.

გუშინ “ტრაბზონსფორის” მეკარემ და კაპიტანმა, ონურ კივრაკმა კლუბი დატოვა, რადგან გაიგო, რომ ამ პოზიციაზე არველაძეს გიორგი ლორია მოჰყავდა. “ტრაბზონიდან” წავიდა სპორტული დირექტორი სულეიმან ჰურმაც. ამ კაცმა მიიყვანა თავის დროზე არველაძე კლუბში, ამიტომ ქართველი სპეციალისტი სულეიმანის გარეშე იქ დარჩენას არ აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვალ არველაძე “ტრაბზონსფორს” ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში “რაბოტნიჩკისთან” უხელმძღვანელებს. ამის შემდეგ ქართველი მწვრთნელი “ტრაბზონსფორიდან” წავა.

წყარო: http://goal.ge/ge/dghis-skandali-shota-arveladze-trabzonsforshi-dakavebuli-postidan-gadadga/