Feedback

მამა გაბრიელის ქადაგება - საქართველოში ჯერ რუსის ტანკი შემოვა ხალხის გამოსაფხიზებლად

  /   ნანახია 561 ჯერ

მამა გაბრიელის ქადაგება - საქართველოში ჯერ რუსის ტანკი შემოვა ხალხის გამოსაფხიზებლად მამა გაბრიელი „გაფრთხილდით, ისეთი დრო მოდის, მიწას შეჭამთ!“   „რა არ ვეცადე,მაგრამ ვერანაირად ამოვხსენი მისი სახელი(ანტიქრისტესი).“ მამა გაბრიელი ამბობდა: „ახლა უკვე ბოლო ჟამია! როგორც გამზადებულ სადილს მცირე დრო სჭირდება წამოსადუღებლად,ისეა მოახლოებული… რა არ ვეცადე,მაგრამ ვერანაირად ამოვხსენი მისი სახელი(ანტიქრისტესი). \r\n  ღვთის წყალობით, უფლის ანგელოზი ვიხილე, გამომეცხადა და მითხრა:-ვერა კაცი ვერ ამოხსნის ამ საიდუმლოს;მოდი გაბრიელ მე დაგიწერ მის სახელს,-და ასე მაუწყა უფლის ანგელოზმა მისი სახელი…ეს კი, თქვენ არ გეხებათ-კაცთათვის ჯერ დაფარულია! …იმისთვის მოდის, ვინც ელოდება. ნიშნის მიღებისას, ძალასაც არ გამოიყენებს ადამიანთა მიმართ-ყოველივე ნებით იქნება და აღსარება აღარ უშველის! გაფრთხილდით, ისეთი დრო მოდის, მიწას შეჭამთ! წმინდა წინასწარმეტყველების-ენუქისა ელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან ტელევიზიით გადასცემენ. ცოდვების გამო მიწისძვრები იქნება. საქართველოში ჯერ რუსის ტანკი შემოვა ხალხის გამოსაფხიზებლად. საქართველოს ტერიტორიებიის გაყიდვას და დაკარგვას ღვთისმშობელი არავის აპატიებს. ყველა დაისჯება. ბოლოს თბილისის თავს ორი ნაცრისფერი ფრინველი დასტრიალებდა( ბომბდამშენი ხომ არის ნეტავ-კ.კ.). რუსთაველს არ გაეკაროთ ისეთი ამბავი იქნება…ფუნიკულიორზე რესტორანი რომ არის, მაგ შენობას ურევია იმ ეკლესიის ქვები, რომლებიც პარლამენტის შენობის ადგილას იდგა. სანამ ის ქვები თავის ადგილს არ დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა, სულ არეულობა იქნება. ის ქვები თავის ადგილს