Feedback

სკანდალი დევნილთა სამინისტროში - მითვისებულია დევნილთა ბინებისთვის გამოყოფილი 1 750 352 ლარი

  /   ნანახია 953 ჯერ

 სკანდალი დევნილთა სამინისტროში - მითვისებულია დევნილთა ბინებისთვის გამოყოფილი 1 750 352 ლარი

სამართალდამცველებმა „ნიუ კონსტრაქშენი“-ს დირექტორი და დევნილთა სამინისტროს ყოფილი მაღლჩინოსანი დააკავეს

 
 
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი 1 750 352 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა შპს „ნიუ კონსტრაქშენი“-ს დირექტორი გიორგი მჭედლიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს ყოფილი მთავარი სპეციალისტი, რატი სვანიძე.

გამოძიებით დაადგენილია, რომ შპს ,,ნიუ კონსტრაქშენი“, 2013 წლის პერიოდში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დაკვეთით აწარმოებდა შენობა-ნაგებობების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით, რისი დასრულების შემდეგაც სახლები უნდა გადასცემოდა დევინლ მოსახლეობას. რეკონსტრუქციის პროცესში საწარმოს დამკვეთებისგან წინასწარ ავანსის სახით ერიცხებოდა თანხა. ჩარიცხული ავანსიდან გიორგი მჭედლიშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 1 750 352 ლარი, რის გამოც მშენებარე ობიექტები დღემდე დაუსრულებელია.

ასევე დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე ობიექტის სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროცესში, „ნიუ კონსტრაქშენ“-ის დირექტორს, გიორგი მჭედლიშვილს შესრულებული სამუშაოების აქტების გაყალბებაში დაეხმარა დევნილთა სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი რატი სვანიძე, რასაც შედეგად მოჰყვა ბრალდებულის მხრიდან 649 780 ლარის მითვისება. აღნიშნული ობიექტის სარემონტო სამუშაოები, რომელიც საკუთრებაში უნდა გადასცემოდა დევნილ მოსახლეობას, ასევე დაუსრულებელია.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 11 წლამდე ვადით

 

მსგავსი მასალები:

  • Roma Dolidze ·  გამორჩეული კომენტატორი
    აი ეს არის ,,ქართული ოცნება''.მიდით მოასწარით დიდი დრო არ დაგრჩათ.
     
     
  • Ekaterine Tsatava ·  გამორჩეული კომენტატორი · მთავარი სპეციალისტი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო-ში
    სწორედ ამიტომაა ქულებს რომ გვითვლიან და 21 წლის განმავლობაში არასოდეს დადგა ჩვენი დრო, თუ სუნთქავ, თუ სადმე მუშაობ და ცოტაოდენი შემოსავალი გაქვს, ე.ი. ბინა არ გეკუთვნის.. ელოდო უსასრულოდ, ელოდო 10, 20, 22 და ვინ იცის რამდენი წელი და ბოლოს მიიცვალო კიდეც ამ მოლოდინში ბინის ოდესმე მიღების იმედით. ეტყობა იმედი არასდროს კვდება. სულ ტყუილია გამოთქმა იმედი ბოლოს კვდებაო, შეიძლება იგულისხმება, რომ მიცვალებასთან ერთად კვდება.. ჰოდა, მეც იმედი მაქვს რომ ოდესმე, ვეღირსები საკუთარ ჭერს, რომელიც 25 წლამდე მქონდა და 21 წელია აღარ მაქვს. თუ არადა, ამ იმედთან ერთად გავემგზავრები საიქიოს.
     
     
  • Raul Shamiladze ·  გამორჩეული კომენტატორი · Batumis 23 skola
    ეს ხელისუფლება და მთავრობა ფულის საკეთებლადაა მოსული.აცალეთ,ნუ გადმოაყვრევინეთ ცხვირ-პირიდან.ძალიან ცოტა დრო დარჩათ და შევარგოთ.
    • Naira Adamia-rukhaia ·  გამორჩეული კომენტატორი · Зам.ген.директора Citrus farm milliarder-ში
      რომელი არ იყო...? და ასე იქნება სულ! თქვენ თუ გგონიათ გავაკონტროლებთ? ესენი ერთმანეთს თუ გააკონტროლებენ და შურით ჩაუშვებენ ერთმანეთს ვინმემ მეტი ხომ არ შეჭამაო...აი, მხოლოდ ასე ვიგებთ ჩვენ მათ საქმეებს.
       
       
     
  • Paata Tsagareishvili ·  გამორჩეული კომენტატორი · Tbilisi, Georgia
    რაც ’’მოგვივა’’ დავითაო...
     
     
  • Roma Dolidze ·  გამორჩეული კომენტატორი
    თქვენ უნდა ნახოთ თუ რა ხდება განათლების სამინისტროში.მილიონობით ლარი შეჭამეს.სანიკიძე მილიონერი გახდა.