Feedback

PKTV.GE ხბოს ჩაშუშული

  /   ნანახია 1065 ჯერ

PKTV.GE ხბოს ჩაშუშული

ინგრედიენტები:

ხბოს ხორცი - 1 კგ 
სოკო - 300 გ
ხახვი - 500 გ
წითელი ღვინო - 300 მლ
ნიორი - 3 კბილი 
მარილი და პილპილი
ქინძი, ოხრახუში 


ხორცი უნდა იყოს ნაკლებ-ცხიმიანი, უძვლო. გარეცხეთ და დაჭერით საშუალო სიდიდის ნაჭრებად (3 სმ კუბებად).
ხახვი დაჭერით ალყა-ალყა.
სოკო დაჭერით პატარა ნაჭრებად.
გაახურეთ ტაფა და დაყარეთ ხორცი, დაახურეთ თავზე და დატოვეთ ჩასათუშად.
როცა თავის წვენს კარგად შეიყენებს (დაახლოებით 10 წუთში) ეს წვენი გადაუწურეთ რაიმე ჯამში (არ გადაღვაროთ);
დაამატეთ კარაქი ან ზეთი მოსაბრაწად, ასე უფრო გემრიელი ხორცი გამოვა;
დააყარეთ დაჭრილი ხახვიც მაშინვე და ისევ დაახურეთ თასახური, ითუშოს, სანამ ხახვი სანახევროდ არ ჩარბილდება;
შემდეგ ჩაამატეთ სოკოც, მოურიეთ და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე მოსათუშად.
10 წუთში ჩაამატეთ გადანახული ბულიონი;
დაახლოებით, იმ დროს, როცა ხორცი თითქმის მზად არის (ხორცი საბოლოოდ უნდა იყვეს ძალიან ჩარბილებული, ტერმინი "პირში დნება" ზუსტად შეეფერება ამ კერძს) – დაამატეთ ღვინოც. ისევ დატოვეთ მოსათუშად.
როცა წვენი ჩასქელდება – შეკმაზეთ მარილით და წიწაკით. წვენი, ბოსტნეულთან ერთად კრემისებური მასის იქნება, თან შეფერილობაც მუქი ფელამუშისფერი გამოვა (ეს შავი ღვინის გამო);
კერძი მზად არის, როცა ხორცი ადვილად იჩილება და სოუსიც შესქელდება. 
კერძს სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. კერძი სუფრასთან უნდა მიიტანოთ ცხელი.