Feedback

დემურ ხურცილავა: ნაციონალური ჯოჯოხეთიდან „ოცნების“ ჯოჯოხეთში

  /   ნანახია 600 ჯერ

დემურ ხურცილავა: ნაციონალური ჯოჯოხეთიდან „ოცნების“ ჯოჯოხეთში

აფხაზეთიდან დევნილი დემურ ხურცილავა,

სპეციალურად PKTV-სთვის ქობულეთიდან

ჩვენი საკ. კორ-ი აჭარის რეგიონიდან


ნაციონალური ჯოჯოხეთიდან „ოცნების“ ჯოჯოხეთში, ასეთი სტატია გამოვაქვეყნე რეგიონალურ გაზეთ აჭარა P.S-ში 2013 წლის 9 აპრილს, სადაც რეალურად არის ასახული უსახლკარო დევნილთა დღევანდელი გაუსაძლისი მდგომარეობა აჭარაში!!! ამ სტატიით მე ასტრონომიული სიზუსტის პროგნოზი გავაკეთე, რაც თვენახევარში აბსოლუტურად დადასტურდა კიდეც!!! 2012 წლის არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილი ყოველ წინასაარჩევნო მიტინგზე სრულიად საქართველოს უბოდიშებდა და სრულიად უსახლკარო დევნილებს განსაკუთრებულად ღირსეულ ცხოვრებისეულ პირობებს ჰპირდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ბიძინამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სრულიად დაივიწყა დანაპირები და საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 23 მაისის N483-ე განკარგულებით, 2006 წელს სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის მიერ მეორედ გაუბედურებული აფხაზეთიდან დევნილი უსახლკარო ე.წ. „კომპენსირებული“ (ძალით „კომპენსირებული“) დევნილები გრძელვადიანად „დაკმაყოფილებულ“ დევნილებად აღიარა, რითაც 2006 წელს სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის მიერ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული ბარბაროსული მოქმედებები „ლეგიტიმურად“ გამოაცხადა, რის შედეგადაც აჭარის რეგიონში მცხოვრები უსახლკარო „კომპენსირებული“ დევნილები ნაციონალური ჯოჯოხეთიდან „ოცნების“ ჯოჯოხეთში აღმოჩნდნენ!!! 2006 წელს აჭარის სანაპირო ზოლის „პრივატიზაციის“ საბაბით, სააკაშვილის ფაშისტურმა რეჟიმმა აჭარის რეგიონში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართების შეთავაზების გარეშე, ძალადურად თავსმოხვეული „კომპენსაციის“ სანაცვლოდ ვანდალურად გამოყარა ქუჩაში, რითაც უხეშად დაარღვია დევნილთა უფლებები!!! არ არსებობს დევნილთა გამოსახლების აქტები, არ არსებობს დევნილებსა და „ინვესტორს“ შორის გაფორმებული ინდუვიდუალური ხელშეკრულებები და საერთოდ „ინვესტორებიც“ ბუნებაში არ არსებობენ ბატონებო!!! ეს იყო ფულის გათეთრების თაღლითური სქემა და სამწუხაროდ ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის მიერ მეორედ გაუბედურებული დევნილების მიმართ ჩადენილი ქმედებანი, თავისი ანტიღვთიური, ანტიჰუმანური და ანტიადამიანური N483-ე განკარგულებით „ლეგიტიმურად“ სცნო!!! სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი დროულად მიხვდა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მიმართ ჩადენილ სისასტიკეს და ნაცისტური მთავრობის მეთაურის 2009 წლის 28 მაისის N 403-ე განკარგულების საფუძველზე, თუნდაც შერჩევითი „სამართლის“ გამოყენებით მათ მიმართ ლოიალურად განწყობილ რამდენიმე ათასი უსახლკარო ე.წ. „კომპენსირებულ“ დევნილებს 2009-12 წლებში ბინები დაურიგეს და რამდენიმე ათასს ე.წ. „კომპენსირებულ“ დევნილებს საშუალება მისცეს თბილისში შემორჩენილ კომპაქტურ ჩასახლებებში შებრუნებულიყვნენ, რომლებიც დღევანდელი ხელისუფლებისგან საცხოვრებელ ბინებს ელოდებიან, მაშინ როდესაც დღევანდელ ხელისუფლებას სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის მიერ 2006 წელს ქუჩაში გამოყრილი არცერთი უსახლკარო ე.წ. „კომპენსირებული“ დევნილი 2012-15 წლებში ბინით არ დაუკმაყოლილებია!!! გამოდის რომ 2012 წელს ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთ, რაც უსახლკარო ე.წ. „კომპენსირებულ“ დევნილებს გარდაუვალი სოციალური გენოციდით ემუქრება ბატონებო!!! აჭარის რეგიონში სამუდამოდ უსახლკაროდ დარჩენილი „კომპენსირებული“ დევნილები, რომლებიც დღემდე ქირით და გირაოთი ცხოვრობენ უმძიმეს მდგომარეობაში იყოფებიან, რასაც ზაფხულის საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად თან ერთვის ადგილობრივებთან დაძაბული ურთიერთობა, რომლებიც დევნილების მიერ დაქირავებულ ან დაგირავებული ბინების განთავისუფლებას ითხოვენ, რის შედეგადაც უსახლკარო დევნილი მოსახლეობა ზაფხულობით ფაქტიურად ქუჩაში რჩება და ამ ანტიადამიანურ პირობებზე დღევანდელი ხელისუფლება სამწუხაროდ ადეკვატურად არ რეაგირებს, უფრო მეტიც დევნილთა ამ ყველაზე მძიმე და უპერსპექტივო კატეგორიას ყურადღებას არავინ არ აქცევს ბატონებო!!! დევნილთა სამინისტრო მე-3 წელია გაურკვეველ და ბუნდოვან პოლიტიკას ატარებს, ისინი ძირითადად არაკომპენსირებულ ბობოლა დევნილებს აკმაყოფილებენ სააგარაკო ბინებით, რომლებსაც აფხაზეთში ნაძარცვი ქონებით, 1993 წლიდან მუდმივი დასაქმებით და ბიზნეს წილებით დღემდე თბილისში რამდენიმე საცხოვრებელი ბინები აქვთ შეძენილი და დევნილთა სამინისტროს არცერთ ჩინოვნიკს აზრად არ მოსდის, რომ ჯერ ნამდვილად უსახლკარო დევნილებს მმიხედონ და ბობოლებს ბინები სააგარაკოდ ბოლოს დაურიგონ, ამიტომაც 2012-15 წლებში დარიგებული ბინები მასიურად ქირავდება და „სემიჩკასავით“ იყიდება კიდეც!!! დევნილთა სამინისტრო უსახსრობაზე წუწუნებს და არავის მოსდის აზრად სააკაშვილის ნაციონალ-ფაშისტური რეჟიმის პერიოდში დევნილების დახმარების მიზნით შემოსული მილიარდების მოძიების საკითხი!!! დევნილთა სამინისტრო „კმაყოფილია“ იმით, რომ ისინი წელიწადში ათასს დევნილი ოჯახს აკმაყოფილებენ ბინებით, რაც 40 წლის მანძილზე უსახლკარო დევნილების დაბოლებაზეა გათვლილი, ამიტომ გვაქვს ლეგიტიმური ეჭვები, რომ დღევანდელი ხელისუფლებაც სამწუხაროდ შევარდნაძისა და სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმების მიერ დაგეგმილი, აფხაზეთიდან დევნილი უსახლკარო მოსახლეობის სოციალური გენოციდის მზაკვრულ პოლიტიკას აგრძელებს ბატონებო!!! უსახლკარო ე.წ. „კომპენსირებულ“ დევნილთა უმძიმესი მდგომარეობის გამო არაერთხელ მივმართეთ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, სახალხო დამცველის აპარატს და ჩვენი მთავრობის კანცელარიას, რომლებიც ჩვენს განცხადებებს უწყებიდან უწყებაში ნაციონალური კარუსელით ატრიალებენ, რასაც ბუნებრივია ადეკვატური რეაგირება და რეალური შედეგები არასოდეს მოჰყვება!!! ჩვენ ხელთა გვაქვს საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის, ქალბატონ მაია ცქიტიშვილის მიერ გამოგზავნილი ფარატინა პასუხი, სადაც ის „გვარწმუნებს“ (გვაბოლებს), რომ ბენზეს დასახლებაში უახლოეს პერიოდში იგეგმება 1450 ბინაზე გათვლილი მშენებლობა, სადაც პირველ რიგში ბინებს აჭარის რეგიონში მცხოვრები უსახლკარო „კომპენსირებული“ და სხვა კატეგორიის დევნილები მიიღებენო, რაც ბუნებრივია მორიგი სიცრუე აღმოჩნდა!!! საქართველოს კონსტიუციის შესაბამისად ჩვენ გვაქვს საკუთრების უფლება, ჩვენ გვაქვს დასაქმების (შრომის) უფლება და ჩვენ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ამიტომ მიგვაჩნია რომ ჩვენი უფლებები 1993 წლიდან დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის 21-ე. 28-ე, 30-ე მუხლებით, რაზედაც 1993 წლიდან დღემდე არავის არ უფიქრია ბატონებო!!! ამ უმძიმესი სოციალ- ეკონომიკური და კოსტიტუციური საკითხებით, სამწუხაროდ დღემდე არც ჟურნალისტები და არც წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები არ დაინტერესებულან მეგობრებო!!! აფხაზეთში შექმნილი პოლიტიკური ვითარება მე ჩვენს მთავრობაზე ასჯერ უკეთესად ვიცი, ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ევრო-ამერიკელი იმპერიალისტების მიერ „დაგეგმილი“ პოლიტიკით არასოდეს არ მოგვარდება, აფხაზეთში დევნილი მოსახლეობა „ნატოს“ ძახილით ვერასოდეს ვერ დაბრუნდება, ტოტალურად უმუშევარი უსახლკარო „კომპენსირებული“ დევნილები 45-ლარიანი მათხოვრული „შემწეობით“ საცხოვრებელ ბინებს ვერასოდეს ვერ იყიდიან და თუ „ოცნების“ ხელისუფლება ე.წ. „კომპენსირებულ“ დევნიელბს ბინებზე უარს ეუბნება, მაშინ ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური ეჭვების უფება , რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, უზნეო ევრო-ამერიკელი იმპერიალისტების მიერ დაკვეთილ, აფხაზეთის დევნილთა მზაკვრულ სოციალური გენოციდის პოლიტიკას ახორციელებს ბატონებო!!! დღეს სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოებში და საჯარო სამსახურების ყველა რგოლებში 12-24 წლის წინათ, მ.სააკაშვილისა და ე. შევარდნაძის დროინდელი „სპეც.კადრების“ 99%-ია შენარჩუნებული, რომლებიც დღემდე სახელმწიფო საბოტაჟით არიან დაკავებულნი, რაც საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის!!! ეს დანაშაულებრივი საკადრო პოლიტიკაა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობას სრული განადგურებით ემუქრება ბატონებო!!! განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში და მის რეგიონულ სტრუქტურებში, ასევე აფხაზეთის ე.წ. „უმაღლეს საბჭოში“, სადაც 25 წლის წინათ 5 წლის ვადით არჩეული დეპუტატები „მოღვაწეობენ“!!! ამ უწყებებში დღემდე გამეფებულია ოჯახურ-კლანურ-ნათესაური და მანკიერი ნეპოტიზმი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია!!! ეს დახურული ტიპის მაფიოზური ორგანიზაციებია, სადაც ეროვნული, წესიერი და პრინციპული პიროვნება ვერასოდეს ვერ გაიჭაჭანებს!!! შევარდნაძისა და სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმების მიერ უვადოდ დასაქმებული „სპეც.კადრები“ არსად წასვლას არ აპირებენ, რადგან მათ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და აფხაზეთის „მთავრობის“ სხვა უზნეო ჩინოვნიკები ლობირებენ!!! უფრო მეტიც, სააკაშვილისა და შევარდნაძის ფაშისტური რეჟიმების მიერ 12-24 წლის წინათ „უვადოდ“ დანიშნული „სპეც.კადრების“ დათხოვნა მათი უფლებების დარღვევად „ითვლება“, ხოლო წესიერი დევნილების 22-წლიანი ტოტალური უსახლკარობა და უმუშევრობა, ჩვენი უფლებების „დაცვად“ ითვლება ბატონებო!!! ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მინდა მივმართო, ევრო-ამერიკელი იმპერიალისტების მიერ „დაგეგმილი“ პოლიტიკური კურსით და ჩვენი ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკით მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს მრავალტანჯულ სამშობლოს სრული დესუვერენიზაცია ემუქრება!!! მართლმადიდებელი რუსეთის მიმართ რეალურად მინიმალური დათმობის პოლიტიკით კი შესაძლებელია საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების მაქსიმალური დაცვა და ქვეყნის რეალური აღმავლობა!!! და ბოლოს მინდა ყველას მივმართო, ვისაც ამ პოსტში მოყვანილი რეალური საკითხები რეალურად აწუხებს, უფრო გაბედულად, უფრო ეფექტურად იმოქმედეთ და შედეგიც რეალური იქნება ბატონებო!!! P.S. უსახლკარო „კომპენსირებულ“ (ძალით „კომპენსირებულ“) დევნილთა გარკვეული ნაწილი მზადაა შესაბამისი ფართის საცხოვრებელი ბინის სანაცვლოდ, სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის მიერ ძალადურად თავსმოხვეული მათხოვრული „კომპენსაცია“ სახელმწიფოს დაუბრუნოს და თქვენ წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და დევნილთა დღევანდელ სამინისტროს ამ აბსოლუტურად ლეგიტიმურ მოთხოვნაზე რეალური და ადეკვატური პასუხები არ გააჩნია!!! არაკომპენსირებულ დევნილებს, საქართველოს წინა და დღევანდელი ხელისუფლება, ბათუმის ბენზეს დასახლებაში 30-40 ათასი დოლარის ღირებულების საცხოვრებელ და სააგარაკო ბინებს ურიგებს და სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის მიერ მეორედ გაუბედურებულ უსახლკაროდ დარჩენილ ე.წ. „კომპენსირებულ“ დევნილებს 7.000-ს დოლარს ემადლება!!! სამწუხაროდ ხელისუფლების საოცარი „დემოკრატიის“ უსამართლო სამართალი ასეთია და ადამიანის უფლებების დამცველი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ უმნიშვნელოვანესი საკითხებით უნდა დაინტერესდნენ მეგობრებო!!! ჩემი ეს პოსტი გთხოვთ გააზიაროთ, რათა საქართველოს ხელისუფლებამ ხმას ღვთისას, ხმას ერისას და ხმას ბერისას ყურადღებით მოუსმინოს ბატონებო!!!