Feedback

რა ღირს თავდაცვის მინისტრის პოსტი ანუ ♫ ახლა ჩვენი დროა!♫ (ბლოგი)

  /   ნანახია 476 ჯერ

რა ღირს თავდაცვის მინისტრის პოსტი ანუ ♫ ახლა ჩვენი დროა!♫ (ბლოგი)

 

ავტორი: ვალოდია ჯინჭარაძე

კოალიცია „ქართული ოცნება“ მრავალპარტიულია და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ კოალიციაში ყველაზე სუსტი სწორედაც რომ პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოა”. თუ რატომ ვერ გაძლიერდა ეს პარტია ამის შესახებ უამრავი მიზეზის მოყვანა შეიძლება, როგორიცაა: ამერიკის საელჩოს ფაქტორი, კოალიციაში შემავალი პარტიების, განსაკუთრებით „რესპუბლიკური პარტიის“ როლი და კიდევ უამრავი სხვა გარემო ფაქტორი.

ბოლო დღეებში, სამთავრობო კრიზისი დადგა და იცოცხლეთ ბაზარი ამუშავდა. გაცხოველებული ვაჭრობა წავიდა და ,,ვინუჟდენში” ჩავარდნილ პარტია „ქართულ ოცნებას“ გამოუვალი მდგომარეობის გამო ბევრი რამის დათმობა უწევს, უწევს და თმობს არა ნებით, არამედ იძულებით. მოგეხსენებათ კოალიცია ქართული ოცნება ძლივს ინარჩუნებს პარლამენტში უმრავლესობას, მას შემდეგ რაც ,,ჩარჩების” ნაწილმა „თავისუფალი დემოკრატების“ სახით დატოვა კოალიცია, გადამწყვეტი სიტყვა ხიდაშელ-უსუფაშვილის კლანის ხელში აღმოჩნმდა.
და აი დადგა ნანატრი დრო: დრო როდესაც პოლიტიკოსს შეგიძლია ევაჭრო ყველას, ყველაფერზე, დრო რომელსაც აუცილებლად გამოიყენებ. აგიხსნით რაშიცაა საქმის ვითარება.
მაშ ასე: ჯერ იყო და ხიდაშელ-უსუფაშვილი მიშას ეახლა უკრაინაში და რაზე შეთანხმდნენ და მოილაპარაკეს ეს უკრაინულ მედიაშიც გავრცელდა. შემდეგ კი როდესაც ეს საუბარი გაუვრცელდათ თუ გაავრცელეს სამთავრობო კრიზისმაც მოუსწროთ და პირდაპირი მნიშვნელობით ივანიშვილთან და ღარიბაშვილთან გაცხოველებული ვაჭრობა დაიწყეს.
აღსანიშნავია ისიც რომ, ამერიკის ელჩი, ძვირფასი ნორლანდიც გაურკვეველ საქმეზე სტუმრობდა ივანიშვილს და დიდი ალბათობით მომავალი მთავრობის დაკომპლექტების მისეული ხედვაც გააცნო. სწორედ ამ მოვლენების შემდეგ ზურგამაგრებულმა რესპუბლიკელებმა პოლიტიკური ვაჭრობა დაიწყეს, დაიწყეს და მერე როგორ… ყველაფერი სარფიანად გამოუვიდათ, დღეს უკვე მთელი დღეა ვრცელდება ინფორმაცია რომ ხიდაშელს თავდაცვის მინისტრად დანიშნავენ!
არ დანიშნავენ და სახელისუფლებო კრიზისი გარდაუვალია, რესპუბლიკელები ახალ მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებენ, მათ მხარს ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი დემოკრატებიც აუბავენ და კარგად იყავი ღარიბაშვილო. კინაღამ პრეზიდენტი გამომრჩა, რას იზავს მარგველაშვილი?! დიდი ალბათობით ისიც ხალხის, კერძოდ კი რეპუბლიკური თავისუფალი დემოკრატიული ნაციონალური მოძრაობის გვერდით დადგება. ეს რომ ასე არ მოხდეს, სწორედ ამისთვის ერთი ქალის ამბიცია უნდა დაკმაყოფილდეს. თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი უნდა გახდეს. ეს პირადად ჩემს ლოგიკაზე აგებული ვარაუდია, რა მოხდება ზუსტად, ამას ხვალ დილის 10 საათზე ვნახავთ.