Feedback

ტელეკომპანია PKTV-ის  ფიცი:

„შეგნებული მაქვს რა მედია სფეროში, კერძოდ, ტელევიზია PKTV-ში ჩემზე დაკისრებული პასუხისმგებლობა, ვაცხადებ, ერთგულად ვემსახურო ტელევიზიას, დავიცვა კონსტიტუცია და კანონები, მათ შორის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, ჩემი საქმიანობა წარვმართო ჟურნალისტური ეთიკის წესების სრული დაცვით, პატივი ვცე ტელევიზიის თანამშრომლებისა და აუდიტორიის უფლებებსა და თავისუფლებებს, კეთილსინდისიერად აღვასრულო ჩემი მოვალეობანი ტელეკომპანიის, სახელმწიფოსა და უფლის წინაშე“.


მოგესალმებით ტელეკომპანია PKTV-ის სახელით,

ტელეკომპანია PKTV (იგივე pres-cavcasia.ge), დამფუძნებელი და მთ. რედაქტორი ქეთევან (ქეთი) სესიაშვილი, რომელიც ჩამოყალიბებულია ა(ა)იპ ‘’ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის’’ (საიდ. კოდი: 404470899) , პრეზიდენტი ქეთევან (ქეთი) სესიაშვილი, უკვე თითქმის წელიწადია,  თქვენი კორპორატიული აბონენტები ვართ და მინდა უკეთ გაგაცნოთ ჩვენი თავი.

 დასაწყისში, გთხოვთ, შეხვიდეთ ჩვენს ვებ-საიტზე http://pktv.ge/index.php  და ნახოთ ჩვენი საპილოტე გადაცემები.

ტელეკომპანია PKTV-მ 2016 წლის 16 თებერვალს გაიარა ავტორიზაცია საქართველოს ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში და მიიღო უფლება, 2016 წლის 01 აპრილიდან გავიდეს პირდაპირ ეთერში სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე, საკაბელო ოპერატორებითა და ინტერნეტ-მაუწყებლით.

 ტელეკომპანია PKTV-თან ჩამოყალიბებულია საბავშვო ტელე-სტუდია ‘’ცისკარა’’, სადაც 7-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები ეუფლებიან ჟურნალისტისა და მსახიობის ოსტატობას, სწავლობენ როგორც სატელევიზიო, ასე ბეჭდური მედიის ჟურნალისტიკას. ასევე, სამსახიობო ხელოვნებას. შეგიძლიათ მათი გადაცემები (საპილოტე) იხილოთ ჩვენს ვებ-საიტზე  http://pktv.ge/index.php?action=cat&cat_id=32, ხოლო ‘’ცისკარას“ საინფორმაციო გამოშვებების საპილოტე ვარიანტები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვებ-საიტის ბმულზე http://pktv.ge/index.php?action=cat&cat_id=70 .

 PKTV.GE არის დემოკრატიული პრინციპებიდან ამოსული ტელევიზია, ყველა ასაკის და საერთოდ, ნებისმიერი მაყურებლისთვის. ძირითადად ქართულ და რუსულენოვანი, რაც ხელს შეუწყობს სატელევიზიო ბადის მრავალფეროვნებას, ანუ მასალების გაშუქებას ნებისმიერ სფეროში. ეს იქნება პოლიტიკურ-შემეცნებითი ტელევიზია, თავისი ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვებებით ქართულ, რუსულ, ინგლისურ და აზერბაიჯანულ ენებზე, კვირაში ერთხელ, ანალიტიკური-საინფორმაციო პროგრამით, ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ ქართულ და რუსულ ენებზე, კვირის შემაჯამებელი გადაცემით, კვირის სოციალურ-პოლიტიკური მიმოხილვა სახელწოდებით: ‘’ჰოპლა, ჩვენ კიდევ ვცოცხლობთ!“, პოლიტიკური თოქ-შოუებით (‘’დარბაზი’’), დისკუსიებით, დებატებით, ანალიტიკური პროგრამებით, სპორტული გადაცემებით და საერთოდ, ყველა ჟანრში მომუშავე. გარკვეული დრო დაეთმობა სატირულ-იუმორისტულ გადაცემებსაც, სახელწოდებით, ‘’მთავარ-შოუ“ და „PK-კლუბი“. PKTV-ზე ასევე იხილავთ გადაცემას: ‘’ PKTV-ს სამზარეულო ომართან ერთად“. PKTV-ს აუცილებლად ექნება ახალგაზრდული პროგრამების რედაქცია ‘’ქაოს-ექსპრესი’’, რომელიც აუცილებლად იქნება დატვირთული ღირებული შემეცნებითი გადაცემებით, იმ თემებითა და აქტუალური პრობლემებით, რომელიც ახალგაზრდობისთვის საკმაოდ აქტუალური და საინტერესოა. ასევე საფეხბუთო გადაცემათა ბადე მეტად ორიგინალურად და საინტერესოდ, განსხვავებულად წარმოდგენილი. უკვე შედგენილი გვაქვს ამის კონცეფცია. ჩვენ გვაქვს ახალგაზრდული ტოქ-შოუ სახელწოდებით ‘’თაობათა ცვლა“ ქეთი ბებიავასთან ერთად“, შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი საპილოტე გადაცემები ამ რუბრიკაში, მაგ: თუნდაც ამ ლინკებზე: http://pktv.ge/index.php?action=full_news&id=3585 , http://pktv.ge/index.php?action=full_news&id=3657 , ასევე გვაქვს საბავშვო ტელევიზია ‘’ცისკარას“ გადაცემა რუბრიკით ‘’ვირტუალური ინტერვიუები: მე-ჟურნალისტი, მე-რესპონდენტი“ . და ა.შ.

PKTV -ის გავრცელების გეოგრაფიული არეალი  საქართველოს მთელი ტერიტორია იქნება.

კომპანია სამომავლოდ მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიების გამოყენებასაც აპირებს.

 PKTV -ს აქვს ახალგაზრდული პროგრამების რედაქციაც ‘’ქაოს-ექსპრესი’’, რომელიც ასევე, ძირითადი მიმართულებით ჟურნალისტური გამოძიებისაა, თუმცა, აუცილებლად იქნება დატვირთული ღირებული შემეცნებითი გადაცემებით, იმ თემებითა და აქტუალური პრობლემებით, რომელიც ახალგაზრდობისთვის საკმაოდ აქტუალური და საინტერესოა.

PKTV-თან არსებობს და უკვე გვაქვს საპილოტე გადაცემებიც, საბავშვო ტელე-სტუდია ‘’ცისკარა’’, ყველა საინტერესო და ღირებული პროგრამებით, იმ თემებითა და აქტუალური საკითხებით, რომელიც ბავშვებს და არა მარტო მათ აღელვებთ და აინტერესებთ. ‘’ცისკარას’’ აქვს ყველა ჟანრის გადაცემა, მათ შორის, საინფორმაციო გამოშვებები - ‘’ცისკარას დღის ცხელ-ცხელი’’. ასევე არის სტუდიური გადაცემები და ქუჩის სიუჟეტები, გვაქვს რუბრიკა ‘’მათქმევინეთ’’ (შეგიძლიათ იხ. საპილოტე გადაცემები) და ა.შ.  ასევე გვაქვს პროექტი ‘’ზღაპარ იყო’’, რომელსაც აქვს საინტერესო მიმართულება, კერძოდ: ბავშვები კითხულობენ ზღაპარს და მერე თვითონ ანხორციელებენ ზღაპრის გმირებს... „საბავშვო ტელევიზია ცისკარა “ მაყურებლის წინაშე წარსდგება ყველა საინტერესო და ღირებული გადაცემებით, იმ თემებითა და აქტუალური საკითხებით, რომელიც ბავშვებს (და არა მარტო მათ) აღელვებთ და აინტერესებთ.

მოკლედ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამჟამად გვაქვს საპილოტედ მომზადებული და ჩაწერილი გადაცემები და ატვირთული ჩვენს ვებ-საიტზე: pktv.ge . მსურველს შეუძლია იხილოს ეს გადაცემები. ვფიქრობ, თავისი შინაარსითა და სტილით, ჟანრებით, ეს გადაცემები მაყურებლისთვის საკმაოდ შემეცნებითი  და მიმზიდველია.

როგორც ნახეთ, ჩვენ წარმოგიდგინეთ ტელეკომპანია PKTV-ის მოკლე კონცეფცია და გთხოვთ, გულისყურით გაეცნოთ ჩვენს მუშაობას და ვიმედოვნებ, რომ, საზოგადოება, ჩვენი მაყურებელი თუ მკითხველი დაინტერესდება ჩვენი, ანუ მაყურებლის ერთგული ტელეკომპანიის  პროექტებით და მოგვეხმარება (რეკლამების ჩადებით, საფიარო თუ კომერციული მასალების გამოქვეყნებით (სარეკლამო-საფიარო პრაის-ლისტით გათვლილი ხარჯთაღრიცხვით) თუ სხვადასხვა ტექ. საშუალებებით) ჩვენი ტელევიზიის განვითარებასა და დახვეწაში, ასევე  ტელეკომპანია PKTV-თან არსებული საბავშვო ტელე-სტუდია ‘’ცისკარას“ დახვეწასა და განვითარებაში, გარკვეული გადაცემების, პროგრამებისა თუ პროექტების დაფინანსებისა თუ მხარდაჭერის ფორმით. ამის სანაცვლოდ, ჩვენი ტელეკომპანიის სარეკლამო სამსახური იმუშავებს თქვენს რეკლამირებასა თუ ფიარზე (ბარტერი).

გვიყურეთ ჩვენ და იყავით ჩვენი PKTV-ს ერთგული მაყურებელი, რადგან ჩვენი ტელეკომპანია, რომელიც 2016 წლის 01 აპრილიდან იწყებს მაუწყებლობას, არავისგან ფინანსდება და არც არავის სახელისუფლებო თუ პარტიულ კუთვნილებას არ წარმოვადგენთ, არც გრანტებით ვფინანსდებით და არც უცხოეთიდან. გთხოვთ, ყოველივე აღნიშნული მიიღოთ მხედველობაში.

 

გმადლობთ.

პატივისცემით,

 ააიპ ‘’ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და                            

 

 ადამიანის უფლებებისათვის’’  პრეზიდენტი                               /ქეთევან (ქეთი) სესიაშვილი/

 და ტელეკომპანია PKTV -ის დამფუძნებელი და მთ. რედაქტორი


********************************************


ა(ა)იპ ,,ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის  უფლებებისათვის'' და მასთან არსებული ტელეკომპანია ,,PKTV''-ის

შრომის შინაგანაწესი

 

მუხლი 1.  ზოგადი დებულებები

1.1. წინამდებარე შრომის შინაგანაწესი (შემდგომში - ''შინაგანაწესი'') არეგულირებს ა(ა)იპ ,,ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის  უფლებებისათვის'' და მასთან არსებული ტელევიზია ,,PKTV''-ის (შემდგომში - ''დამსაქმებელი'') შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს.

1.2. შინაგანაწესის დანიშნულებაა, უზრუნველყოს შრომის დისციპლინის განმტკიცება, შრომის სწორი ორგანიზაცია, სამუშაო დროის რაციონალური გამოყენება, შრომის ნაყოფიერებისა და ეფექტიანობის ამაღლება.

1.3. შინაგანაწესი ვრცელდება მხოლოდ ორგანიზაციის თანამშრომლებზე (შემდგომში ''დასაქმებულები''), მიუხედავად მათი თანამდებობისა და სამუშაო ადგილმდებარეობისა.

1.4. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს შინაგანაწესი, რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით ''საქართველოს შრომის კოდექსი''-თ, ,,პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ'' საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და  ა(ა)იპ ,,ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის  უფლებებისათვის'' პრეზიდენტისა და მასთან არსებული ტელეკომპანია ,,PKTV''-ის  მთავარი რედაქტორის  ბრძანებით.

მუხლი 2. შინაგანაწესის დამტკიცება და გაცნობა

 

2.1. შინაგანაწესს ბრძანებით ამტკიცებს ა(ა)იპ ,,ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის  უფლებებისათვის'' დამფუძნებელი და პრეზიდენტი და მასთან არსებული ტელეკომპანია ,,PKTV''-ის მთავარი რედაქტორი. შინაგანაწესი ძალაში შედის მისი დამტკიცებისთანავე.

2.2. შინაგანაწესი წერილობითი სახით ინახება ა(ა)იპ ,,ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის  უფლებებისათვის'' და მასთან არსებული ტელეკომპანია PKTV-ის საქმისწარმოების განყოფილებაში.

2.3. დამსაქმებელი ვალდებულია გააცნოს შინაგანაწესი დასაქმებულებს.

 

მუხლი 3. შინაგანაწესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა

 

3.1. ნებისმიერ დასაქმებულს უფლება აქვს წერილობითი სახით წარადგინოს თავისი წინადადებები, შინაგანაწესის სრულყოფასთან დაკავშირებით, დამსაქმებლის საქმისწარმოების  განყოფილებაში.

3.2. შინაგანაწესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხორციელდება მხოლოდ ორგანიზაციის პრეზიდენტის  ბრძანებით.

3.3. დამსაქმებელი ვალდებულია, აცნობოს დასაქმებულებს შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილებების ან/და დამატებების შესახებ.

 

მუხლი 4. შრომითი ურთიერთობა

 

4.1. შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

4.2. შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.

4.3. დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისათვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.

4.4. დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პირთა განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მისი მიღწევის თანაზომიერი და აუცილებელი საშუალება.

4.5. შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.

 

მუხლი 5. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები

 

შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან:

 5.1. დამსაქმებელი ა(ა)იპ ,,ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის  უფლებებისათვის'' და მასთან არსებული ტელეკომპანია ,,PKTV''-ის, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო.

5.2. დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.

 

მუხლი 6. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა, შრომითი ხელშეკრულება

 

6.1. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით/შრომითი ხელშეკრულებით.

6.2. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა პირის სამუშაოზე მიღების მომენტიდან.

6.3. შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.

6.4. გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით, 3 თვის ვადით.

6.5. როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა:

ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო;

ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო;

გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება;

დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება;

ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.

6.6. სამუშაოზე მიღებისას დამსაქმებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს პირს შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

ა) დამსაქმებლის საქმისწარმოების განყოფილების მიერ შედგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი სამუშაოზე მიღების შესახებ;

ბ) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;

გ) განათლების დამადასტურებელი საბუთი ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

დ) ავტობიოგრაფია;

ე) ცნობა ნასამართლეობის შესახებ;

ვ) ცნობა ნარკოლოგიურიდან;

ზ) სხვა დამატებითი დოკუმენტები, რომელთა წარმოდგენასაც მიზანშეწონილად მიიჩნევს დამსაქმებელი.

 

მუხლი 7. დასაქმებულის ფიცი

7.1 პირი,  რომელიც მიღებული იქნება ტელევიზია PKTV-ის სამსახურში, ტელევიზიის რედაქციას  წარუდგენს  შემდეგი შინაარსის ფიცს:

„შეგნებული მაქვს რა მედია სფეროში, კერძოდ, ტელევიზია PKTV-ში ჩემზე დაკისრებული პასუხისმგებლობა, ვაცხადებ, ერთგულად ვემსახურო ტელევიზიას, დავიცვა კონსტიტუცია და კანონები, მათ შორის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, ჩემი საქმიანობა წარვმართო  ჟურნალისტური ეთიკის წესების სრული დაცვით,  პატივი ვცე ტელევიზიის თანამშრომლებისა და  აუდიტორიის უფლებებსა და თავისუფლებებს, კეთილსინდისიერად აღვასრულო ჩემი მოვალეობანი ტელეკომპანიის, სახელმწიფოსა და უფლის წინაშე“.

2. დამნიშვნელი თანამდებობის პირი ხელს აწერს ფიცის ტექსტს, რომელიც შემდგომ ინახება დასაქმებულის  პირად საქმესთან ერთად.

 

მუხლი 6. სამუშაო დრო

 

6.1. როგორც წესი, ა(ა)იპ ,,ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის  უფლებებისათვის'' და მასთან არსებული ტელეკომპანია ,,PKTV''-ი-ში დაწესებულია  სამუშაო დრო.

6.2. ოფიციალურად, ორგანიზაციაში სამუშაო დღე იწყება 10 საათზე და მთავრდება  7 საათზე, თუმცა ორგანიზაციისა და ტელეკომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მორიგე თანამშრომლების ზუსტი სამუშაო დრო განუსაზღვრელია. პირებისთვის, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობენ სტრუქტურულ ერთეულს, ან ისეთ შემთხვევებში, თუ კონკრეტული საქმიანობის  შეწყვეტამ  შესაძლოა გამოიწვიოს საქმის არსებითი შეუსრულებლობა, შეიძლება დადგინდეს თანამშრომლებისთვის განსხვავებული დრო.

6.7. ორგანიზაციაში გარკვეული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან, აწარმოონ დასაქმებულთა მიერ სამუშაო დროის განმავლობაში გაცდენილი საათების რაოდენობის აღრიცხვა და წარადგინონ შესაბამისი ინფორმაცია დამსაქმებლის საქმისწარმოების განყოფილებაში.

6.8. დასაქმებულის სამსახურში გამოცხადების და წასვლის აღრიცხვის ერთიანი სისტემის შემოღება განისაზღვრება ორგანიზაციის პრეზიდენტისა და ტელეკომპანიის მთავარი რედაქტორის ბრძანებით;

6.9. დასაქმებულს, რომელიც სამუშაოზე გამოცხადდება არაფხიზელ მდგომარეობაში, ნარკოტიკულ ან ტოქსიკურ საშუალებათა ზემოქმედების ქვეშ, ეს ჩაითვლება დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულებით და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევად. ასეთ შემთხვევაში, დამსაქმებელი უფლებამოსილია, არ დაუშვას ამ დღეს (ამ ცვლაში) დასაქმებული სამუშაოდ ან გამოიყენოს მის მიმართ დისციპლინური სანქცია ან ადმინისტრაციული სასჯელი ან  შეწყვიტოს მასთან შრომითი ურთიერთობა.

 

მუხლი 10. შესვენების და დასვენების დრო

10.1. დასაქმებულებს ეძლევათ 1 საათიანი შესვენება სამუშაო დღის განმავლობაში;

10.2. დასაქმებულები შესვენებას იყენებენ თავიანთი სურვილის მიხედვით. ამ ხნის განმავლობაში მათ ეძლევათ სამუშაოს შესრულების ადგილიდან წასვლის უფლება.

10.3. უწყვეტ სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულს ეკრძალება სამუშაოს მიტოვება შემცვლელის მოსვლამდე.

 

მუხლი 12. ავადმყოფობის გამო გაცდენილი დღეები

 

ავადმყოფობის ან სხვა საპატიო მიზეზის  გამო სამსახურში გამოუცხადებლობისას დასაქმებულმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ავადმყოფობის ან სხვა საპატიო მიზეზის შესახებ უშუალო ხელმძღვანელს და წარმოადგინოს ავადმყოფობის  ან სხვა საპატიო მიზეზის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.

 

მუხლი 13. შრომის ანაზღაურება

 

13.1. შრომის ანაზღაურების გაცემის წესი, ადგილი და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.

13.2. შრომის ანაზღაურება გაიცემა ჰონორარის სახით, თუ მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მუხლი 14. წახალისება მუშაობაში მოპოვებული წარმატებისათვის

 

14.1. დასაქმებულთა წახალისება ხდება მუშაობაში მოპოვებული წარმატებისათვის. შეიძლება გამოიყენებულ იქნას წახალისების შემდეგი სახეობები:

ა) წერილობითი მადლობის გამოცხადება;

ბ) ბონუსების სახით, დამატებითი ჰონორარი;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვება.

14.2  ორგანიზაციაში არსებობს თვითწახალისების ფორმა, ანუ თანამშრომელი უფლებამოსილია საფიარო-სარეკლამო სამუშაოების შესრულების შედეგად, ან დაფინანსების წყაროების მოძიების შემთხვევაში ორგანიზაციის საქმიანობიდან გამომდინარე (სარეკლამო რგოლები, საფიარო გადაცემები, კერძო ჟურნალისტური გამოძიება, სტაჟირება, პრაქტიკის გატარება და ა.შ), მიიღოს დამატებითი ჰონორარი, ბონუსების სახით.

 

მუხლი 15.  ტელეკომპანია PKTV-ში თანამშრომელთა ქცევის წესები და გარეგნული  ეტიკეტი

 

1. ტელევიზია PKTV-ის თანამშრომლები ვალდებულნი არიან, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას  მათზე დაკისრებული ფუნქციები განახორციელონ საქართველოს კონსტიტუციით, მაუწყებლობის ქცევის კოდექსით, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით და ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული ქცევის წესებისა და გარეგნული ეტიკეტის შესაბამისად.

2. დაუშვებელია პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობა ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამებში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით.

3. საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარება საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისათვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა.

4. მედია წარმომადგენელმა უნდა დაიცვას მონაწილესათვის მიცემული პირობა გადაცემის შინაარსთან, კონფიდენციალურობის ან ანონიმურობის დაცვასთან დაკავშირებით.

5. ჟურნალისტს არ აქვს უფლება, მაუწყებლის სახელი გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის.

6. მაუწყებლის თანამშრომლებმა არ შეიძლება მიიღონ საჩუქრები, მგზავრობის ან სხვა ხარჯები ან სხვა ძვირადღირებული ნივთები ინფორმაციის წყაროსგან ან იმ პირთაგან, რომლებზეც მაუწყებელი ამზადებს რეპორტაჟს;

7. ჟურნალისტმა ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარი საავტორო გადაცემის წაყვანისას  სახელების მართლწერას და სწორად გამოთქმას;

8.  ჟურნალისტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უნდა აღწეროს არაშეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით;

9.  საინფორმაციო გამოშვების წამყვანები, საავტორო, პოლიტიკური თუ სოციალური გადაცემების წამყვანები გადაცემის მსვლელობისას  სამაუწყებლო აუდიტორიის წინაშე უნდა წარსდგნენ ოფიციალური ქცევის ეტიკეტის ფარგლებში, კლასიკური ჩაცმის სტილით; ჟურნალისტები ვალდებულნი არიან, რეპორტაჟის მომზადებისას/რესპოდენტთან საუბრისას/ გადაცემის წაყვანისას ისაუბრონ  ქართული ლიტელატურული ენით (გარდა იმ შემთხვევებისა თუ გადაცემა უცხოენოვანია, იუმორისტული ან სატირულია, ან გადაცემის სპეციფიკიდან გამომდინარე, სცენარით გათვალისწინებულ შემთხვევაში),  გრამატიკულად გამართული მეტყველებით, არ გამოიყენონ ჟარგონი, კალკი, ბარბარიზმი ან ქართული ლიტერატურული ენის დამახინჯების სხვა რომელიმე  საშუალება.

10. ჟურნალისტებმა პატივი უნდა სცენ  მათი საქმიანობის დამადასტურებელ, ორგანიზაციის მიერ მათ სახელზე გაცემულ  PRES-CARDS/ბეიჯს; PRES-CARDS/ბეიჯი უნდა გამოიყენონ სამსახურში,  სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ან არასამუშაო საათებში (ფორსმაჟორულ სიტუაციებში) მხოლოდდამხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

11. ჟურნალისტი ვალდებულია იმოქმედოს ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვით, ჟურნალისტური პრინციპებით, ფაქტების რეალურად/ობიექტურად ასახვითა და გამჭვირვალეობით. ჟურნალისტი ვალდებულია დაიცვას წყაროს ანონიმურობა, კონფიდენციალობა, „კონფიდენტის“ ან წყაროს თხოვნით, ობიექტური/სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე. ჟურნალისტი ვალდებულია, მის  მიერ მოპოვებული ე.წ.  „შავი“ მასალა შეინახოს მინიმუმ ერთი თვის მანძილზე.

12. ორგანიზაციის თანამშრომელი  ვალდებულია, სამსახურში გამოცხადდეს სათანადო ჩაცმულობით, რედაქციის საქმიანობის ეტიკეტიდან გამომდინარე. ამასთან, ჟურნალისტი ვალდებულია გადაცემის წაყვანისას იყოს სათანოდ, შესაფერისი ჩაცმულობით, ვარცხნილობითა და მაკიაჟით.

13. ტელეკომპანია PKTV-ს აქვს სპეციალური უნიფორმა, რომლის ტარებაც სავალდებულოა ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების დროს.

14.  თანამშრომლები  ვალდებულნი არიან ერთმანეთთან საკონტაქტოდ გამოიყენონ ორგანიზაციის კორპორატიული ტელეფონის ნომრები.

15. ბეიჯის დაკარგვის შემთხვევაში  თანამშრომელი ვალდებულია, დაუყონებლივ, ოფიციალური განცხადებით ან სატელეფონო შეტყობინების სახით განაცხადოს ორგანიზაციის ადმინისტრაციასთან და დაასახელოს ის გარემოება, თუ რა ვითარებაში მოხდა ამ დოკუმენტის დაკარგვა. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის წარმომადგენელმა PRES-CARD/ბეიჯი  გაასხვისა ან დროებით სარგებლობაში გადასცა უცხო პირს, ისჯება რედაქციის მიერ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მე-15  მუხლის  მესამე პუნქტით გათვალისწინებული სანქციით. ( გასხვისების  მიზეზის გარკვევის შედეგად, თუ გამოიკვეთა ბეიჯის გასხვისების მიზნის არაობიექტური გარემოებები,  ორგანიზაცია უფლებამოსილია, გამოიყენოს არა მხოლოდ ადმინისტრაციული სანქცია, არამედ  მოახდინოს ჟურნალისტის დისკვალიფიკაცია. ხოლო მესამე პირის მიერ ბეიჯის გამოყენებით ტელეკომპანიის რეპუტაციის შელახვის შემთხევაში, სარჩელით მიმართოს სასამართლოს  ჟურნალისტის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

 

მუხლი 15. პასუხისმგებლობა შრომის დისციპლინის დარღვევისათვის

 

15.1. დასაქმებული ვალდებულია, ჯეროვნად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები და შინაგანაწესით გათვალისწინებული პირობები.

15.2. შრომის დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის ზომებისა ან/და სიხშირის გათვალისწინებით, დასაქმებული ისჯება ზ/აღნიშნული ორგანიზაციის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე, შინაგანაწესის 15.3. პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სანქციების შესაბამისად.

15.3. დისციპლინური სანქციებია:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან;

დ) სამსახურიდან  დათხოვნა.

ე) სასამართლოსადმი სარჩელით მიმართვა.

15.4. დისციპლინური სანქციის სახით განსაკუთრებულ შემთხვევებში ორგანიზაციის პრეზიდენტს შეუძლია შეზღუდოს დასაქმებულის დაშვება კონკრეტულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

15.5. შრომის ანაზღაურებიდან დაქვითვისას გათვალისწინებული უნდა იყოს ჩადენილი დარღვევის სიმძიმე, მისი ჩადენის გარემოებები, დასაქმებულის ადრინდელი მუშაობა და ყოფაქცევა. შრომის ანაზღაურებიდან ერთჯერადად დაქვითვის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების 50 პროცენტს.

15.6. შრომის დისციპლინის დარღვევისას დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სანქციის გამოყენების საფუძველია დასაქმებულის წერილობითი ახსნა-განმარტება ან მისი უშუალო ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათი. დისციპლინურ სანქციას დასაქმებულს შეუფარდებს ორგანიზაციის პრეზიდენტი შესაბამისი ბრძანებით. დისციპლინური სანქცია დასაქმებულს უნდა შეეფარდოს არა უგვიანეს 1 თვისა მის მიერ შრომის დისციპლინის დარღვევის გამოვლენის დღიდან.

15.7. დაუშვებელია ერთი და იგივე დარღვევისათვის დასაქმებულის მიმართ გამოყენებული იქნეს ერთდროულად ერთზე მეტი დისციპლინური სანქცია. იმ შემთხვევაში, თუ ერთი სამუშაო დღის (სამუშაო ცვლის) განმავლობაში დასაქმებული ჩაიდენს ორ ან მეტ დისციპლინურ დარღვევას, ჩადენილი დარღვევების სიმძიმის გათვალისწინებით მის მიმართ გამოყენებული იქნება 15.3. პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი დისციპლინური სანქცია.

15.8. დისციპლინური სანქციის მოქმედების პერიოდში არ ხორციელდება დასაქმებულის თანამდებობრივი დაწინაურება და მისთვის შრომის ანაზღაურების გაზრდა.

15.9. თუ შემდგომი 1 წლის განმავლობაში დასაქმებულს არ დაედება ახალი დისციპლინური სანქცია, მას ავტომატურად მოეხსნება წინა შენიშვნა თუ საყვედური და განისაზღვრება, რომ მის მიმართ არ გამოყენებულა დისციპლინური სანქცია.

15.10. დისციპლინური სანქცია შეიძლება მოხსნილ იქნეს ამ სანქციის მიღებიდან 1 წლის გასვლამდე, დასაქმებულის უშუალო ხელმძღვანელის წარდგინებით და ორგანიზაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, თუ დასაქმებულმა თავი გამოიჩინა, როგორც კარგმა და კეთილსინდისიერმა მუშაკმა.

 

მუხლი 16. დამატებითი დებულებები

 

16.1. ჟურნალისტები და ტელეგადაცემათა წამყვანები ვალდებული არიან, დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა, ,,პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ,, კანონით დადგენილი პროფესიული სტანდარტები და ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები, და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტები.

16.3. დასაქმებულს უფლება არა აქვს დაუშვას ვინმე ა(ა)იპ ''-------'' ის'' კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა დამსაქმებელთან მუშაობის პერიოდში. მას ასევე ეკრძალება, გათქვას, გაავრცელოს, ან გაახმოვანოს ასეთი ინფორმაცია ან გამოიყენოს პირადი სარგებლობისათვის. აღნიშნული ვალდებულებები დასაქმებულს ეკისრება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაცია მიმართავს სასამართლოს.

16.2  ვინაიდან, უცხოენოვანი გადაცემების

16.4. ინფორმაცია დასაქმებულის პერსონალური მონაცემების (სახელი, გვარი, მისამართი, პროფესიული განათლება, კვალიფიკაცია, შრომის ანაზღაურების ოდენობა, თანამდებობა, ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვ.) შესახებ კონფიდენციალურია და წარმოადგენს დასაქმებულის პირად საიდუმლოებას.

„შენიღბვის მეთოდი“ჟურნალისტის ფსევდონიმი შეთანხმებით, ერთჯერადაც ან მრავალჯერადი

16.5. შინაგანაწესის 16.3, 16.4  პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, დამსაქმებელი უფლებამოსილია ვალდებულების დამრღვევ პირს დააკისროს ჯარიმა მისი შრომითი ანაზღაურების 50%-ის ოდენობით.

16.6. დაუშვებელია თამბაქოს ან ალკოჰოლის შემცველი სასმელის მოხმარება ა(ა)იპ ''-------'' ის '' შენობის იმ ადგილებში, სადაც აკრძალულია თამბაქოს მოწევა. დასაქმებულის მიმართ, რომელიც დაარღვევს აღნიშნულ ვალდებულებას, გამოიყენება შიდა ლოკალური აქტით გათვალისწინებული შესაბამისი სანქციები.

16.7. დასაქმებულის მიერ შინაგანაწესის 16.6. პუნქტებით  გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, დამსაქმებელი უფლებამოსილია გამოიყენოს დასაქმებულის მიმართ სანქცია, ერთჯერადი ფულადი ანაზღაურების სახით, 10( ათი) ლარის ოდენობით და გაფრთხილება.

16.8. შრომის პირობების დაცვის და დამსაქმებლის განცხადების/საჩივრის განხილვის წესები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.

დამტკიცებულია

 

 ა(ა)იპ  ,,ჟურნალისტები

და იურისტები დემოკრატიისა და

ადამიანის უფლებებისთვის’’-ის

და მასთან არსებული ტელეკომპანია 

PKTV-ის მთავარი რედაქტორის,

დამფუძნებლის, ქეთევან  სესიაშვილის,

2016 წლის ----- --------------

N -----------------ბრძანებით


********************************************************

ა(ა)იპ  „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ და მასთან არსებული ტელეკომპანია PKTV

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა  N------------------

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დაამტკიცა „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“, რომლის თანახმად, მაუწყებელმა ჟურნალისტური საქმიანობა უნდა წარმართოს სამართლიანი და მიუკერძოებელი პროცედურის შესაბამისად, ჟურნალისტური ეთიკის გათვალისწინებით, პროფესიულად მაღალი სტანდარტით. აგრეთვე 2004  წლის 23დეკემბერის „მაუწყებლობის შესახებ“   საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია, შექმნას თვითრეგულირების ეფექტური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვის პროცესის ეფექტურობას,  გამჭვირვალობასა და მიუკერძოებლობას. ამდენად, ვხელმძღვანელობ რა „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“-ს  შესაბამისი ნორმებით და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-14 მუხლით.

 

დამტკიცებულია

 ა(ა)იპ  ,,ჟურნალისტები

და იურისტები დემოკრატიისა და

ადამიანის უფლებებისთვის’’-ის

და მასთან არსებული ტელეკომპანია 

PKTV-ის მთავარი რედაქტორის,

დამფუძნებლის, ქეთევან  სესიაშვილის,

2016 წლის ----- --------------

N -----------------ბრძანებით